23:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 12:25:26, 3288 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია არ უღიარებია - მედიაში დეზინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მსოფლიოს პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრმა მიტროპოლიტმა ემანუილმა განაცხადა.

112.UA-ს ცნობით, 31 აგვისტოს სტამბოლში, კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა, თუმცა ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბართლომეოს პირველმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა და პირადად რუსეთის პატრიარქ კირილს აცნობა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. თუმცა მოგვიანებით, მიტროპოლიტმა ემანუილმა განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია განხორციელდა. მან განმარტა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა შეხვედრაზე ნამდვილად მოხდა, მსოფლიო პატრიარქმა პირობა დადო, რომ ყველა გზას გამონახავს რათა თემის იმპლემენტაცია მოხდეს, თუმცა გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეხვედრის ფარგლებში არ მიღებულა. 

სასულიერო პირმა მოუწოდა ყველა მედია საშუალებას, აღნიშნული ინფორმაცია ვებ-გვერდებიდან წაშალონ და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics