|
2015-06-05 12:58:44, 412 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა და საგანგებო სიტუაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კომპეტენციები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კრიზისული სიტუაციებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებზე. შსს-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)