17:12 - 18 Aug, 2026
|
2018-09-01 04:40:09, 1867 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალი მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში თავის კარიერაში პირველად ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღიას 1/16 ფინალში ოთხ სეტში მოუგო მსოფლიოს 66-ე ჩოგანს, არგენტინელ გვიდო პეიას – 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4). პირველ პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მეოთხე გეიმში მიიღო და შეძლო ამ შანსის გამოყენება, მეორე სეტი კი ორმაგი ბრეიკითა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით დაიწყო. მართალია, არგენტინელმა ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ მეორედ ეს ვეღარ შეძლო და ბასილაშვილმა სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში. მესამე სეტში ბასილაშვილმა არგენტინელს უპირატესობა და ინიციატივა დაუთმო და 1:6 წააგო. ჯამში, გამარჯვებული სეტბრეიქმა გამოარკვია. 7:6 იმარჯვა მეოთხე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა/
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)