22:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 18:47:30, 1443 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: როგორც ჩანს, მარგველაშვილმა რეალურად შეაფასა თავისი შანსები

„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა თავისი შანსები და გაზომა თავისი რეიტინგი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

მისი თქმით, მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

„როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად, ნათელი გახდა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ალბათ, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics