|
2015-06-05 12:13:01, 430 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა. კახა კახიშვილი სტუდენტებს სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და იმ რეგულაციების შესახებ ესაუბრა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა, მათ შორის ჯანდაცვისა და მენეჯმენტის კუთხით. მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საკმაოდ რთულია. იქ მუშაობა შესაბამის უნარებს და ცოდნის მუდმივ განახლებას მოითხოვს. კახიშვილის თქმით, სისტემაში დასაქმებისთვის უცილებელი პირობა კონკურისის გავლა, სავალდებულო სწავლება და გამოცდის ჩაბარებაა. „რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში სამსახურში მიღების ახალი წესი ინერგება და მომავალ იურისტებს შევთავაზე, ამ წესების გავლით მოხვდნენ ჩვენთან, რათა მაქიმალურად გავაახალგაზრდავოთ და გავაკეთილშობილოთ სასჯელაღსრულების სისტემა“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა. ლექციის შემდგომ სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მომავალმა იურისტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს პენიტენციური სისტემის მიმდინარე და სამომავლო რეფორმებისადმი. კახა კახიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)