19:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 18:15:26, 662 ნახვა

რეგიონი
14 სექტემბერს აჭარას ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა

14 სექტემბერს აჭარას ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა ეწვევა.

ამავე დროს ბათუმში გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ეკონომიკურ სფეროში საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის მემორანდუმს. აჭარაში ყოფნისას მარტა ნოვაკოვა შეხვედრებს გამართავს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან. დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირჟი პრეცლიკმა, ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბათუმში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა აჭარის ა/რ ჯნმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics