|
2018-08-30 10:09:50, 574 ნახვა
საზოგადოება
28 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. ცესკო-ს ცნობით, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. დღესვე, კომისიამ მიიღო დადგენილება საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ; ასევე დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. კომისიამ 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც დაამტკიცა. ცესკომ მიიღო განკარგულება 2018 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების გამართვის გამო, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე. სხდომაზე 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების ოდენობაც დადგინდა.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)