21:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 16:11:55, 966 ნახვა

კომენტარი
სპორტის მინისტრი - სამწუხაროდ, გურამ კაშიას საქმეს სირღმისეულად არ ვიცნობ, დავინტერესდები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას საქმეს არ იცნობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვითარებული მოვლენებით დაინტერესდება და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

„სამწუხაროდ, ესე დეტალურად და სიღრმისეულად არ მაქვს ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დავინტერესდები, რომ გიპასუხოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

თავდაპირველად მის მიმართ აგრესია ჰოლანდიის ჩემპიონატში, „ვიტესის“ ერთ-ერთ მატჩში, ცისარტყელას ფერებში შეღებილმა კაპიტნის სამკლაურმა გამოიწვია, რომლითაც ფეხბურთელი „ფობიის საწინააღმდეგო კამპანიას“ შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემს, ფეხბურთელის მიმართ აგრეისულად განწყობილი პირები კვლავ გააქტიურდნენ. 

ამასთან, დღეს გურამ კაშიას შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, შსს-მ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. თავად მორგოშია აცხადებს, რომ მუქარას მის განცხადებებში ადგილი არ ჰქონია და ის ფეხბურთელის ქმედებას აპროტესტებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics