10:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 18:46:40, 888 ნახვა

ეკონომიკა
"georgian airways" რუსეთის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს განახორციელებს

კომპანია „ georgian airways“ თხოვნის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის საავიციო ხელისუფლებების ორ კვირიანი ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, რუსეთის მხარემ კომპანია „ georgian airways“ მიანიჭა მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების უფლება თბილისი-ნოვოსიბირსკის მიმართულებით.
 ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

„აღსანიშნავია, რომ ნოვოსიბირსკი არ შედის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ იმ შვიდ ქალაქში, სადაც ქართულ ავიაკომპანიებს გააჩნიათ რეგულარული ფრენების უფლება.

ფრენების დაწყებას ავიაკომპანია გეგმავს მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, კვირაში 1 სიხშირით.
 მოსკოვის, სამარას და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ეს იქნება მე-4 მიმართულება რუსეთის ფედერაციაში, სადაც ზემოთხსნებული კომპანია განახორციელებს ფრენებს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics