|
2018-08-23 16:09:46, 1069 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. სწავლებების დროს, სტუდენტები ცხოველთა დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. სწავლებების დაწყებების წინ, სტუდენტებს ბიოუსაფრთხოებისა და ბიო-დაცვის პრინციპებს აცნობენ. პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის. ამჟამად, ლაბორატორიაში სწავლება უტარდებათ აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების სტუდენტს და პროფესიული კოლეჯის, „სპექტრისა“ და „ორიენტირის“ ახალგაზრდა სპეციალისტებს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ. 2018 წლის მიმდინარე მონაცემებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდა 74 სტუდენტს. მიმდინარეობს სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)