13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 17:23:45, 415 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, ქადაგიძე არ დაეჭირათ, ეს თხოვნა გავითვალისწინე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.

როგორც ივანიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა განცხადება მთავარი პროკურატურიდან, რომელიც "ქართუ ბანკის" საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის განმარტებით, ის ვერ შეძლებს გიორგი ქადაგიძის დაცვას, თუ მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით,  რაიმე სახის გადაცდომა ექნება.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო, მთხოვა პირად შეხვედრაში  ქადაგიძე არ დაეჭირათ  და მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია, და პირადი იყო "ქართუ ბანკი", იცოდნენ მათაც, რომ მან კანონი დაარღვია და დასაჭერია, ისე კიარ უთქვამს, რომ დასაჭერი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთ.მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია ეს გავაკეთო. პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, მაგრამ საერთო საქმეებიდან, მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, ქადაგიძესაც შევხვდი და მას განვუმარტე, რომ თუ მას სახელწმიფოს წინაშე აქვს  რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ დავაფარებ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics