19:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 11:19:19, 1076 ნახვა

საზოგადოება
15 სექტემბრიდან მეტროში მოცდის პერიოდი 3 წუთამდე შემცირდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალში მოცდის პერიოდი 2 წუთამდე შემცირდეს.

„15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის სათებში. თუკი აქამდე  ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლეობით 2 წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენს მემანქანეების ახალი ნაკადი დაემატება, რომლებიც უკვე გადამზადდნენ.

„მოგეხსენებათ, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დავამატეთ. ასევე, განვახორციელეთ სარკინიზგო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics