|
2018-08-20 18:17:24, 1970 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე - სამოქალაქო სექტორთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე შეთანხება ვერ მოხერხდა
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, არსებობს ფართო, საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და სწორედ, ამ კონსენსუსის და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კოჟორიძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორს შესთავაზა, ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა და შესაბამისი კანდიდატი დაესახელებინათ. "ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობს რამდენიმე მოდელი, რომლებითაც შესაძლებელი იყო სარგებლობა ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. გასაგებია, რომ არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რატომ შეიძლებოდა ეს ვერ გამოსულიყო, თუმცა პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ამ სიტუაციაში ეს შესაძლებელია და მართლმსაჯულების სისტემის მძიმე მდგომარეობას დაეხმარებოდა მაქსიმალური საზოგადოებრივი კონსენსუსი, იურიდიული წრეების კონსენსუსი როგორც პროცესთან, ასევე კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი თავად მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და კონსულტაციების ფარგლებში შვიდი შეხვედრა შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული -აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)