|
2018-08-17 18:55:45, 1846 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა
კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საშემოდგომო სესიის გეგმების შესახებ იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე. დეპუტატებმა შეაჯამეს გასული საგაზაფხულო სესიის აქტივობები და შეაფასეს მათი შესაბამისობა კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან. პრეზენტაციაზე კომიტეტის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს შორის დასახელდა მიმდინარე წელს დასრულებული სოციალური მუშაობის რეფორმა, „ბავშვის კოდექსის" ცვლილებების პაკეტის მომზადება, შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, კომიტეტის მიერ განხილული 417 სხვადასხვა კანონპროექტი, მოქალაქეთა 2000-მდე ოფიციალურ განცხადებაზე რეაგირება და 1300-მდე მოქალაქისადმი გაწეული კონსულტაცია, პარლამენტს დაქვემდებარებულ 14 ორგანოს ანგარიშის მოსმენა, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაზიარების ყველაზე მაღალი, 75 %-იანი მაჩვენებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშების მოსმენის პრაქტიკის დამკვიდრება და სხვა. „კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის უმნიშვნელოვანესია რეგულარულად მოვახდინოთ თვითშეფასება და გავაანალიზოთ ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობა. ეს გვეხმარება უკეთ დავგეგმოთ სამომავლო აქტივობები და წარმატებით გავართვათ თავი კომიტეტის სამოქმედო გეგმითა და სტრატეგიით დასახულ მიზნებს. ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა, გავზარდოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი და გავაძლიეროთ ინდივიდზე მორგებული სახელმწიფო პოლიტიკა, აჩენს ახალ გამოწვევებს, რომლებსაც კომიტეტი აუცილებლად უპასუხებს მომდევნო წლების საქმიანობაში. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელსაც დღევანდელი ანგარიში თვალნათლივ აჩვენებს, ყველანი ვთანხმდებით რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები და გვყავს უამრავი დაჩაგრული ადამიანი, რომელიც ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანია. პროგრესის ანალიზი ჩვენ დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ და წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა"- აღნიშნა სოფო კილაძემ. კომიტეტის ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართოინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს კომიტეტს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისგანხორციელებაში.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)