|
2018-08-17 15:07:21, 855 ნახვა
საზოგადოება
ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ნაცვლად დადგენილი 1 სექტემბრისა, ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება. სამინისტრომ ნორმატიულ აქტში ცვლილება ქვეყნის ტერიტორიაზე სანადირო არეალის მნიშვნელოვნად შემცირების გამო შეიტანა. არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართული მინდვრების დიდი ნაწილის გადაწვამ (დაუდევრობით გამოწვეული ხანძრები) გამოიწვია. სანადირო არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართულ ტერიტორიებზე მონადირეთა დიდი რაოდენობის კონცენტრირების რეალურ საფრთხეს ქმნის. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018-2019 წლების სანადირო სეზონის დაწყების თარიღად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 18 აგვისტო გამოცხადდა. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)