|
2018-08-14 18:31:01, 894 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრამ მოიცვა არსებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო, საჭირო გასატარებელი ღონისძიებები, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილებები და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლო პროექტები. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებსა და ენერგეტიკულ თემებში მომუშავე ექსპერტებს შორის საკუთარი ხედვების გაზიარება. შედეგად მიღებულ იქნა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე შეიმუშავებს შესაბამის სამოქმედო გეგმას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)