13:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:20:28, 412 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: გაეროს რეზოლუცია აღიარებს, რომ დევნილები საკუთარ ტერიტორიებზე უნდა დაბრუნდნენ

„გაეროს რეზულუცია საკუთარ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნებას აღიარებს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გაეროს რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს, ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ.

„გაეროს რეზულუცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ეხება და აღიარებს დევნილთა დაბრუნებას მათ მიერ დატოვებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი იძულებით იქნენ გამოსახლებულები. რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ის ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ. ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება ამ მიმართულებით და ეს არ მოხსნას დღის წესრიგიდან. რეზოლუცია სთხოვს ჟენევის ფორმატით დიალოგში მონაწილე ქვეყნებს და სუბიექტებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დევნილთა საკითხებზე და მათ მდგომარეობაზე, დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებაზე საკუთარ ადგილებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics