|
2018-08-11 13:27:05, 1537 ნახვა
საზოგადოება
13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასები ყველა მოქალაქისთვის შემცირდება
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტების ფასი მცირდება. როგორც სერგეენკომ განმარტა, გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიიღეს და ის ყველა მოქალაქეს შეეხება. "მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც „კარგად კეტავს“ ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენი არის: „მედფორმინი“, „გლიკლაზიდი“ და „გინეპლიდი“. მაისში უკვე დაიწყო გაიაფება და ერთ -ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“ მოსახლეობას 13 აგვისტოდან შეეძლება, რომ პრაქტიკულად ნახევარ ფასში შეიძინოს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა საკუთარი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რადგან ეს სპეციალური პროექტია, მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამ სამ მედიკამენტზე მთლიანად მოსახლეობას, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, არამედ ყველას უკლებლივ გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)