|
2015-06-04 12:43:22, 387 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II დაბადების დღეს ულოცავს, „თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა თქვენს იუბილესთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან დღეს, მოხარული ვარ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი ქვეყნების პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენი ქვეყნისა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)