|
2015-06-04 12:13:14, 411 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში ადამიანური რესურსების მართვის სემინარი დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ტრენინგი ადამიანური რესურსების უკეთ მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. სემინარს აშშ-ის საზღვაო უმაღლესი სკოლის პერსონალის მართვის სისტემების ანალიზის პროგრამის უფროსი ლექტორი ბილ ჰეთჩი უძღვება. ის საქართველოში აღმოსავლეთ ევროპაში პერსონალის მართვის სწავლებათა ტურნეს ფარგლებში იმყოფება. კურსს თავდაცვის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებიან. ორდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)