|
2018-08-08 11:47:17, 548 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენის“ მომენტალური გათამაშების ფარგლებში, პირველ „ტოიოტა კოროლას“ ახალი მფლობელი ჰყავს
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ ორგანიზებული „ზედაზენის“ ლუდისა და ლიმონათის მომენტალური გათამაშების ფარგლებში, პირველ „ტოიოტა კოროლას“ უკვე ახალი მფლობელი ჰყავს. 10 ავტომობილიდან 1 უკვე გათამაშებულია და მისი მფლობელი ქალაქ რუსთავის მკვიდრი თემურ ჯალაღონია გახდა. ზედაზენის გუნდმა მას პრიზი საზეიმო ვითარებაში გადასცა. "მაღაზიაში შევიძინე ზედაზენის ლუდი და მოვიგე ეს ავტომობილი. გათამაშებების საერთოდ არ მჯეროდა, მაგრამ როდესაც ბოთლს თავსახური მოვხადე და მანქანა დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. დიდი მადლობა ზედაზენს ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის’", - აღნიშნა გამარჯვებულმა თემურ ჯალაღონიამ „აღნიშნული მომენტალური გრანდიოზული გათამაშება სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ისტორიაში პირველია და ცხადია პროცესებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. გათამაშების ფარგლებში მრავალ პრიზთან ერთად ათი ცალი 2018 წლის ტოიოტა კოროლა თამაშდება და იმედი მაქვს, რომ დარჩენილი 9 ავტომობილის მფლობელიც მალე გამოჩნდება. მომხმარებლის ემოცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გათამაშებით მათზე დადებითად ვმოქმედებთ“, - განმარტავს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. მაშ ასე, „ზედაზენის“ ლუდისა და ლიმონათის გათამაშება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ლუდი „ზედაზენის“ 1ლ. 2ლ. და 2.5 ლიტრიანი ფორმატების, ხოლო ლიმონათის ნებისმიერი არომატის 1 და 2 ლიტრიანი ფორმატების შეძენისას 15 ოქტომბრის ჩათვლით, მომხარებელს აქვს საშუალება მოიგოს: 10 000 „ზედაზენის“ ლუდი 0,5 ფორმატის, 10 000 ცალი ლიმონათი 0,33 ლიტრიანი, 10 ლედ ტელევიზორი, 20 აიფონ X, 300 ყურსასმენი და 10 ცალი 2018 წლის ტოიოტა კოროლა. გათამაშება არის მომენტალური, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს პრიზის სიმბოლოს ნახვა შეუძლია გათამაშებაში მონაწილე „ზედაზენის“ ლუდის და ლიმონათის სახურავებში.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)