|
2018-08-08 10:30:23, 826 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს
აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და ოკუპაციის გამოხატულების ნიშნად მემორიალთან სანთლებით და სიმბოლური მავთულხლართებით 10-იანის ინსტალაცია გაკეთდა. აქციის მონაწილეებმა მანათობელი ფრანები გაუშვეს, როგორც სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი. ,,10 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ გმირები, რომლებიც შეეწირნენ ამ უდიდეს ტრაგედიას. სიმბოლური მავთულხლართებით ვაპროტესტებთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მშვიდობიანი გზავნილით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანატოლებს და თანამოქალაქეებს. იმედი გვაქვს, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ერთად, ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა ქართული ოცნების გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გელაშვილმა .
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)