|
2018-08-07 18:53:35, 817 ნახვა
საზოგადოება
ბაზალეთის სასწავლო ცენტრში პროექტის „iNaturalist - თბილისი ეკომონადირე“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა, ბაზალეთში, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ბანაკში - „მოხალისეები თბილისისათვის“, პროექტის „iNaturalist - თბილისი ეკომონადირე“ პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომელსაც ბოტანიკური ბაღი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს, მოსახლეობის მიერ ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით, თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას გულისხმობს. ბანაკის მონაწილეებს პროექტი საქართველოს ეროვნული ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ გააცნო. პრეზენტაციას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავაც ესწრებოდა. კონკურსი 7 ივლისს დაიწყო და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იგი ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველი ტურის გამარჯვებულმა ანა ლიპარტელიანმა კონკურსის ფარგლებში, 25 სახეობის 115 ფოთოლმცვენი, ბუნებრივად გავრცელებული მცენარე ასახა, დაკვირვებების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა და GPS-ნავიგატორი, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების აბონემენტი და ჟურნალ „National Geographic - საქართველოს“ 2016-2018 წლების სერია გადაეცა. მეორე ტურის დავალებას, რომელიც 6 აგვისტოს გამოცხადდა და ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქების აღწერას ითვალისწინებს, ბანაკის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)