|
2018-08-07 10:57:43, 573 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო სომეხ კოლეგას შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და მინისტრის პირველ მოადგილეს ზაზა ბოხუას შეხდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის პირობები კიდევ ერთხელ განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მისი დაფინანსების მექანიზმებსა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებს. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და სომხეთში გატარებული რეფორმები ფარმაცევტული ბაზრის კონტროლისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თამბაქოს კონტროლის საკითხებს. საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში აიკრძალა. არსენ ტოროსიანმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მაღალი შეფასება მისცა და არნიშნა, რომ მისი ქვეყანა სწორედ ახლა დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. სტუმარი დაინტერესდა ყველა იმ საკითხით, რაც კანონის მირებასა და ამოქმედებას ახლდა თან. სომეხი კოლეგები აპირებენ, უახლოეს მომავალში გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით. სომხეთის დელეგაციაში ჯანდაცვის მინისტრის გარდა მისი მოადგილე არსენ დავითიანი, განათლების მინისტრის მოადგილე ოგანეს ოგანესიანი და პროგრამების რეალიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი აიკ საიადიანი არიან. ვიზიტი ორდღიანია და დელეგეციის წევრები საქართველოს დღეს დატოვებენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)