09:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 17:24:35, 1009 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს

საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი აღმართავს ბარიერებს, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მავთულხლართის ორივე მხარეზე მყოფი ხალხის ცხოვრებაზე, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს საელჩო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

„ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს, გზას უჭრიან ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე და უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებენ საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, მათ შორის სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს.

ასეთი ბორდერიზაცია შეუთავსებელია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ამ ვალდებულებებს შორისაა ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისათვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics