01:00 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 13:33:09, 581 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000-3000 ლარს გადსცემს

აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. 

აჭარის მთავრობის ინიციატივით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების" პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. 
თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში  75 000 ლარი გაიცემა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. დედის დღესთან დაკავშირებით 21 ბენეფიციარზე 21 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics