|
2018-08-03 12:00:38, 616 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ხუთ მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია გლდანის ა მიკრორაიონის N52 კორპუსის პირველი სადარბაზოს, პირველი მიკრორაიონის N10 კორპუსის პირველი სადარბაზოს, მესამე მიკრორაიონისის N68 ა კორპუსის მესამე სადარბაზოს, გლდანის ხევის N9 კორპუსის მეორე სადარბაზოსა და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N29 კორპუსის მერვე სადარბაზოს ლიფტებს ჩაუტარდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. აღნიშნული წესის მიხედვით, მესამე მიკრორაიონის N68 ა კორპუსის ამხანაგობამ, რომელსაც გამგეობამ ლიფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაუფინანსა, შეგროვებული 10%-ით სადარბაზოს რემონტი განახორციელა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)