09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 15:10:14, 1050 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი: ვინც მამალაძეს იცავს თვითონვე გაეხვევიან შარში

„თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში.“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მეუფე იაკობმა  განუცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება.
მან ასევე, დაადასტურა, რომ სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზეც იმსჯელებს.
„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
 ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას ციხეში, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.
„ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ. მეუფე გრიგოლს აქვს თავისი აზრი, თუმცა მანაც ჩემთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
გარდა ამისა, მეუფე იაკობი სასულიერო პირების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე  საგანგებო შეკრება უნდა შედგეს. 
„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში“, -განაცხადა მეუფე იაკობმა

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics