|
2018-08-02 12:54:22, 655 ნახვა
საზოგადოება
დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ექსპრესნიუსს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს. "სამხედროების მდგომარეობა არის მსუბუქი, მათ ზედა კიდურის ტრამვები აღენიშნებათ. ისინი ჰოსპიტალში, ჭრილობების დამუშავების გადმოიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკიდან დღეს გაეწერება, მეორე სამხედრო კი, ხვალამდე გააგრძელებს მკურნალობას", - აცხადებენ ჰოსპიტალში. რაც შეეხება დაჭრილ სამხედროებს, „ამტელ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, ლაშა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში შესვლისას დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. „ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, უტარდება მკურნალობა პალატაში. საშუალო სიმძიმის იყო მდგომარეობა შემოსვლისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში პირველ აგვისტოს საღამოს საათებში ინციდენტი მოხდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)