|
2018-08-01 15:02:25, 1193 ნახვა
საზოგადოება
ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა
ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. „მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება – „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. დაიკითხნენ მსჯავრდებულები, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებენ უწყებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)