01:42 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 12:16:15, 643 ნახვა

საზოგადოება
NDI-ის კვლევა: LGBT პირთა უფლებები მოსახლეობის მხოლოდ 23%-ისთვისაა მნიშვნელოვანი

NDI-ის კვლევის მიხედვით, სექსუალური უმცირესობების უფლებები მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო 44 პროცენტისთვის უმნიშვნელოა.

ამავე კვლევის თანახმად, 26 პროცენტი ამ საკითხის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი

რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების თემას, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები მნიშვნელოვანია, 27% ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა. 

კვლევა ეთნიკურ უმცირესობების უფლებებსაც შეეხებოდა. რესპოდენტთა 60%-სთვის ეთნიკური უმცირესობების უფლებები მნიშვნელოვანია, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ ეს უმნიშვნელოა.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 93%-სთვის შშმ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია.  

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics