13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 16:29:41, 417 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე გიგლა აგულაშვილი მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგილა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეპუტატებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. გარემოს დაცვის კომიტეტში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლითაც სამინისტრო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა მინისტრს შეკითხვები ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე დაუსვეს. დღესვე, სხდომაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომელიც დაცული ტერიტორიების სტატუსის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და თბილისის ეროვნული პარკის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანას ითვალისიწნებს.
 
კომიტეტის წევრებს მინისტრმა   გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია წარუდგინა,  რომელმაც დეპუტატებს სააგენტოს მიმდინარე პროექტები  და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics