|
2018-07-31 13:20:04, 610 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი განცხადებით, გამოუძიებელია. ამასთან, კუპრავა და სარალიძე პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხსენებული საქმეები დროულად უნდა იყოს გამოძიებული. ზაზა სარალიძის თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში, ის მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზეც ისაუბრებს. „უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე. ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. უნდა შეჩერდეს ეს, ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკების შვილები, ბოდიში და არ უნდა ბლატაობდნენ“,- განაცხადა ზაზა სარალიძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)