|
2018-07-30 15:27:28, 1494 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ თბილისში მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე - ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ივლისს 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა. დაჭრილი ლუკა ლორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)