|
2018-07-28 17:30:23, 1064 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია FBI-ს ხელმძღვანელს, კრისტოფერ რეის შეხვდა
საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შსს-ს ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში. ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ მოხდება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლების გადამზადება გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნო. აღნიშნულ აკადემიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, ქართველი სამართალდამცავების ჩართვაზე ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)