|
2018-07-27 18:07:47, 1139 ნახვა
საზოგადოება
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა. სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება. პროექტი საერთაშორისო ბრენდის - „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის“ გრანტის ფარგლებში უწევენ კონსულტაციას. ჯგუფის ხელმძღვანელის, მარკ სელინის თქმით, ველობილიკის ორმხრივი ზოლი „ჰოლიდეი ინნ“-თან დაიწყება, სააკაძის მოედანს გაივლის და მთელ შარტავას ქუჩას მოიცავს. ამდენად, პეკინის გამზირისა და კოსტავა-შარტავას ქუჩების ველობილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და წრეს შექმნის. ველოსიპედისტებისთვის გათვალისწინებულია კომფორტული გადასასვლელები. სატრანსპორტო სქემა ველობილიკების ქსელის განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა. კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითებისა და შშმ პირებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდება: სქემა ითვალისწინებს მერიასთან მდებარე ქვეითთა ხიდის დემონტაჟს და მის ნაცვლად ზებრა გადასასვლელის მოწყობას. ქვეითებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომი გახდება სააკაძის მოედნის გაზონი. კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე იგეგმება შუქნიშნის პრიორიტეტული სიგნალის შემოღება, რაც ავტობუსების შეუფერხებელ და სწრაფ მოძრაობას უზრუნველყოფს. წინასწარი გათვლებით N150, N14, N29, N49, N51 და N87 ავტობუსების გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა. პროექტი შემდგომ ეტაპზე ავტობუსების ზოლის გმირთა მოედნამდე დაგრძელებას ითვალისწინებს. ახალი სქემა კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)