|
2018-07-27 11:54:05, 645 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ახალ საჯარო ბაგა-ბაღებში ინვენტარის შეტანა დაიწყო
თბილისის ახლადაშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი. „ჩვენ ახალი სააღმზრდელო წლისათვის აქტიურ სამზადისში ვართ, მიმდინარეობს როგორც ბაგა-ბაღების აღჭურვა და ინვენტარის შეტანა, ისე კადრების შერჩევა იმისათვის, რომ დამატებით რამდენიმე ათას ბავშვს შევუქმნათ კომფორტული, კეთილმოწყობილი და კეთილგანწყობილი გარემო ბაღებში. თბილისის ექვს რაიონში გაიხსნება ახალი ბაღები, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას,“ - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე. მისივე განცხადებით, ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და თბილისში კიდევ 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება. ახალი სააღმზრდელო წლისთვის დედაქალაქში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ორ მოქმედ ბაგა-ბაღს კი ახალი კორპუსები შეემატება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)