|
2018-07-25 01:27:02, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი
ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია. ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხედავს ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში მის ბრალეულობას. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ რჩება ოპოზიციის ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი გუნდისგან პასუხგაუცემელი და რა არის მათი დუმილის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის წევრების ნაწილს ალბათ, სურვილიც არ ჰქონდა, ოპოზიციის ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ ობიექტურად, მათ რესურსიც ცოტა აქვთ. „თუმცა, იმის შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ დავბრუნდი, შესაძლოა, ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება, უფრო მეტად უნდა უპასუხონ, თუ გუნდშიც აქვთ განცდა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლანძღვიდან, ან შეკითხვებიდან რომელიმე ლეგიტიმურია. თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)