21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:53:38, 1635 ნახვა

მსოფლიო
ზალკალიანი: მოვუწოდებ საბერძნეთში ჩვენს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და კავშირში იყონ საქართველოს საელჩოსთან

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

მინისტრი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საელჩოსთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. 

"შემძრა ინფორმციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო", - განაცხადა ზალკალიანმა. 

ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს. გარდა ამისა, საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებდნენ. მათგან ერთი იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics