21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:36:29, 1646 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე სირიის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს

ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის ავიაციამ ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ისრაელმა Patriot-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა და თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, სირიის მთავრობას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის ჯარი ისრაელის საზღვრის გასწვრივ, გოლანის მაღლობებთან განლაგდა. ამ ნაბიჯის გამო ისრაელის თავდაცვის უწყებამ ბაშარ ასადის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა. 

შეგახსენებთ, რომ 1967 წელს, ისრაელმა სამ არაბულ სახელმწიფოს 6-დღიანი ომი მოუგო, რის შემდეგაც ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ეს ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics