22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 19:50:44, 1811 ნახვა

მსოფლიო
„პუტინთან დათმობაზე არ წავსულვარ“ - ტრამპი მედიას კორუმპირებულობაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჰელსინკში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არანაირ დათმობაზე არ წასულა.

შესაბამის განცხადებას თეთრი საახლის ლიდერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„როდესაც გესმით ნეგატიური, ყალბი მბები ამ შეხვედრის შესახებ, იმაზე, თუ რა დავთმე, გახსოვდეთ, რომ არაფერი დამითმია. მე და რუსეთის პრეზიდენტი ვსაუბრობდით თემებზე, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს ორივე ქვეყანას. ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რაც მშვენიერია ყველასთვის, გარდა კორუმპირებული მედიისა“, - წერს ტრამპი. 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰელსინკში 16 ივლისს შეხვდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics