|
2018-07-23 15:31:57, 616 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის არქიტექტურის ბიენალე“ შვეიცარიელ არქიტექტორს - პიერ დე მერონს უმასპინძლებს
დღეს, 23 ივლისს, 19 საათზე, „თბილისის არქიტექტურის ბიენალე" „არტ-არეა"-ში ცნობილ შვეიცარიელ არქიტექტორის პიერ დე მერონის მასპინძლობს. პიერ დე მერონი არქიტექტურული ოფისის Herzog & de Meuron-ის თანადამფუძნებელია. მანარქიტექტურული განათლება შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich) მიიღო,1978 წელს კი არქიტექტორ ჟაკ ჰერცოგთან ერთად საკუთარ კომპანია დააარსა. 1994 წლიდან ის მოწვეული პროფესორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ასევე, 1999 წლიდან ასწავლის ETH ციურიხში. არის ბაზელის ETH სტუდიოს თანადამფუძნებელი. 2001 წელს პიერ დე მერონმა და ჟაკ ჰერცოგმა პრიცკერის პრემია მოიპოვეს, ხოლო 2007 წელს მიიღეს იაპონიის საიმპერატორო პრემია არქიტექტურაში. დღეისათვის კომპანიას 400-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც,მსოფლიოს მასშტაბით, 50-ზე მეტ პროექტს ახორციელებენ. პროექტები მოიცავს როგორც პატარა კერძო სახლების, ისე ურბანულ პროექტებს. ღონისძიება თიბისი სტატუსის, კუნსტჰალე თბილისის, და ტელეკომპანია „არტარეა"-ს მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის არქიტექტურის ბიენალე, 2017 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს თბილისსა და სხვა ქალაქებში არქიტექტურული და ურბანული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ურბანული და არქიტექტურული საკითხებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანებას.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)