|
2018-07-21 16:20:11, 1095 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად დაუფლებას ცდილობდა. შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა თ.ბ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)