|
2018-07-21 10:11:42, 955 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვეხმარები, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ
კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართული პოლიტიკურ ელიტას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ იტყვის, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, „ქართული ოცნება“ ძლიერ კანდიდატს დაასახელებს, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში - სუსტს. "ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. "ქართული ოცნება" არ ასახელებს კანდიდატს - არ იციან როგორ დაასახელონ კანდიდატი. ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ, თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი? ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან, და მე ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, არამედ მართლა ღირსეული იპოვნონ თავის რიგებში. ისეთი, რომელიც მოიგებს, თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე. მე რომ დღეს ვუთხრა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას გამოვლენ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც მერე ასევე იქნება ყველაზე სუსტი პრეზიდენტი და ყველაზე მორჩილი. სანამ ამ კითხვას შეინარჩუნებ მანამდე ხარ აქტუალური და მანამდე აინტერესებთ, იმიტომ რომ პასუხს, რომ გასცემ მერე ხომ აღარ აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)