00:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 15:24:04, 1218 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატი: ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ. თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

კერძოდ, როგორც მისმა ადვოკატმა, გოჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დ.ღ. ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის დამალვის ნაწილში აღიარებს.

„ის ბრალთან მიმართებაში, ერთ ნაწილში თავს ცნობს დამნაშავედ. დუმილის უფლება არ გამოუყენებია. განაცხადა, რომ მას და ზაზა სარალიძეს შორის ნამვდილად შედგა საუბარი და სასამართლოსთვის ამასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მისი თქმით, ეს გააკეთა ზაზას თხოვნით. რაც შეეხება მათ საუბარს, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს რამეში ხელი შეშლოდა. არ იყო ცნობილი რომ ჩაწერა მიმდინარეობდა, საქმის მასალებს რომ გავეცნობი დანარჩენზე მერე მოგახსენებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics