08:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 22:11:48, 990 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე მოკავშირეებს მყარი პოზიციებისთვის მადლობა გადაუხადა

მოკავშიორეების მყარი პოზიციისთვის რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება, საქართველო მადლობელია.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის" აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები - ნატოს მხარდაჭერით - ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს - ჩვენი ქვეყნისა და ერის -  განუხრელი მხარდაჭერისთვის.
მადლობა. " - განაცხადა მამუკა ბახტაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics