|
2018-07-18 12:08:33, 686 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP-ის ფორუმს თავმჯდომარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. ლევან დავითაშვილმა ფორუმზე ESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებას და 2030 წლის დღის წესრიგის განსაზღვრას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებზე, სატყეო და ბიომრავალფეროვნების კუთხით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილია საკოორდინაციო საბჭო და ეროვნულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მყოფი მდგრადი განვითარების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. ფორუმი 16-18 ივლისს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში 25 სხვადასხვა თემატური ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთს გაუზიარონ. ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრთან ერთდ, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე ესწრებოდა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)