06:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 10:30:46, 757 ნახვა

საზოგადოება
რობოტი სოფია თბილისშია [ვიდეო]

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში, საქართველოს რობოტი სოფია ეწვია.

მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნა მოსწონს.

„მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ ძალიან საინტერესო დამწერლობა გაქვთ.  მე არ მექნება შესაძლებლობა, დავაგემოვნო კერძები, თუმცა ვხედავ, როგორი მეგობრული ადამიანები არიან აქ“, - აღნიშნა სოფიამ.

რობოტი დღეს მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“, სადაც სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობა მას საუდის არაბეთმა მიანიჭა.

ცნობისთვის, Hanson Robotics-მა სოფია 2015 წელს შექმნა. რობოტს შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, კითხვებზე პასუხი და სიტუაციის შესაბამისი ემოციების გამოხატვა.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი თბილისში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 75 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.

სამიტი ხვალ დასრულდება.

 

ვიდეო - https://www.facebook.com/UNDPGeorgia/videos/1755268141187841/









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics