|
2018-07-17 14:26:24, 1076 ნახვა
საზოგადოება
„რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“ - სეს-ის მოსახლეობას მიმართავს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ხორცის შეძენისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ. როგორც სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, ხორცი მიეკუთვნება მალფუჭად სურსათს და აუცილებელია, რეალიზაციის და შეძენისას ის სამაცივრე განყოფილებაში იყოს მოთავსებული. "იდეალურ პირობებში ხორცის შენახვის ტემპერატურა არის +6 გრადუსი. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტირებას, რადგან ეტიკეტზე მოტავსებულია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ხორცზე მიკრულ ეტიკეტზე უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ნომერი, ასევე დამზადების თარიღი, საათი და შენახვის ვადა, რომელიც საქართვველოს კანონმდებლობით არის 48 საათი და საქონლის საყურე ნომერი. ამასთან, ხორცი არ უნდა იყოს მუქი შეფერილობის და არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი. რაც შეეხება გატარებულ ხორცს, ე.წ. ფარშს, მისი მოხმარების ვადა, არის გატარებიდან 6 საათი", - განაცხადა ბასილაძემ. სურსათის სააგენტოს წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501 დარეკეონ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)