|
2018-07-16 20:07:24, 1165 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა საკითხები განიხილეს
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე სერჯო მატარელამ აღნიშნა, მისთვის საამაყოა, რომ პირველი პრეზიდენტია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-ს სამიტზესაქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციაზე და სამიტის შედეგებზე. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს ნატოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ დღეს ხელმოსაწერი მემორანდუმები თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების მომავალი პარტნიორობისათვის. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) პროექტის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს ჩართულობაზე. ასევე, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას და მეტი სიკეთის მომტანი იქნება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის. როგორც შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით იზრდება, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს. საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება იტალიური ბიზნესისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთოერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ჯაჯანაშვილი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)